რჩევები ქვიშის საათისებრი ფორმის ქალბატონებისთვის

ქვიშის საათისებრი მოყვანილობის ქალბატონებს ახასიათებთ განიერი მკერდი და თეძოები და საგრძნობლად ვიწრო წელი, რაც თავისთავად სხეულს ლამაზ და სექსუალურ ფორმას ანიჭებს. აქედან გამომდინარე არ ღირს დიდი ზომის, განიერი ტანსაცმლის ტარება, რაც სრულიად დაფარავს თქვენი სხეულის მოხდენილობას. თუმცა არც ძალიან ვიწრო და ღია ტანისამოსის ტარება არის სასურველი, რადგან ეს ზედმეტად სექსუალურ იერს შეგძენთ (თუკი, რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არ არის თქვენი მიზანი;)). შეეცადეთ ხაზი გაუსვათ თქვენს ღირსებებს. ძალიან მოგიხდებათ:

მუხლს ქვემოთ (თუმცა არა აუცილებლად მაქსი) წელში გამოყვანილი კაბა, ღრმა სამკუთხოვანი ან მრგვალი საყელოთი;
გაშვებული, ფართო ბოლოები წელზე კარგად შემოჭერილი ქამრით;
ტრაპეცია ან ე.წ. "ბუტილკა" ბოლოები;
ფართოტოტებიანი შარვალი ისევ და ისევ წელზე შემოჭერილი ქამრით;
აქსესუარებიდან, წელზე მოჭერილი ქამრების გარდა რეკომენდებულია რეტრო სტილის მრგვალი საყურეები.


მოერიდეთ:

თევზის ფორმის ბოლოებს და კაბებს;
უფორმო, განიერ ჯემპრებს, რაც დამალავს თქვენს მოხდენილ წელს. თუმცა ამგვარი ჯემპრებიც შეგიძლიათ მოიხდინოთ ქამართან ერთად.
მოტკეცილ ან ძედმეტად დიდი ზომის ჯინსებს, განსაკუთრებით გვერდითი ჯიბეებით;
თეძოზე მოჭერილ ქამრებს, რაც ხაზს გაუსვამს თქვენს განიერ თეძოებს;
დიდი ზომის, კუთხოვან სამკაულებს, რაც ყურადღებას გადაიტანს თქვენი მომხიბვლელი მრგვალი ფორმებიდან.

რეკომენდებული ფორმები:

განსაზღვრეთ თქვენი სხეულის ფორმა

სანამ ტანსაცმლის შერჩევას შეუდგებოდეთ აუცილებელია განსაზღვროთ, როგორი ფორმის სხეული გაქვთ.

არსებობს სხეულის ოთხი ძირითადი ფორმა:


ვაშლისებრი (ანუ მრგვალი)

მსხლისებრი (ანუ სამკუთხოვანი)

მარწყვისებრი (ამოყირავებული სამკუთხედი)

ქვიშის საათისებრი (რვიანისებრი)





გარკვეული სტილის ტანსაცმელი რომელიც უხდება მსხლისებრი სხეულის ფორმის მქონე გოგონებს შეიძლება საერთოდ არ მოუხდეს ვაშლისებრი ან მარწყვისებრი მოყვანილობის ქალბატონებს და პირიქით. ამიტომ გარდერობის შევსებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი სხეულის ფორმა და ამის მიხედვით შეარჩიოთ ახალი ტანსაცმელი თუ აქსესუარი.

ყოველდღიური კაბები

PluStyle - დიდი ზომის ტანსაცმელი

აღიარეთ, რამდენჯერ შესულხართ მაღაზიაში, მოგწონებიათ ტანსაცმელი, თან ძალიან, მაგრამ გამყიდველს უხეში თუ არა ცივი ხმით მაინც უთქვამს, დიდი ზომები არ გვაქვსო. უფრო თავაზიან კონსულტანტს ალბათ შემოუთავაზებია სხვა მოდელი, რომელიც თქვენ, რა თქმა უნდა არ მოგწონებიათ.
სამწუხაროდ საწართველოში ნამდვილად არსებობს დიდი ზომის ტანსაცმლის პრობლემა. თუ არის, არის ძირითადად ხანშიშესული ქალბატონების მოდელები, რომლებსაც ახალგაზრდა უბრალოდ ვერ ჩაიცვამს. არადა კარგად ჩაცმა ყველა ზომისა და ასაკის ადამიანს სჭირდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სრულ ქალბატონებსა და გოგონებს. მოხდენილი ტანსაცმელი ხომ  ჯადოსნური საშუალებაა, რომელსაც ადამიანის არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ გუნება-განწყობის გაუმჯობესება შეუძლია!
დღეისთვის დიდი ზომის მატარებელი ქალბატონებისთვის საუკეთესო საშუალებად ონლაინ შოპინგი რჩება. თუმცა ამგვარი ზომის ტანსაცმლის ძიებას ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს, რადგან იქ, სადაც დიდი ზომას მიუთითებ უმრავლეს შემთხვევაში ისევ და ისევ „არაახალგაზრდული“ ტანსაცმელი ამოდის.
ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის გაკეთება. შევეცდები თავი მოვუყარო ინტერნეტ მაღაზიებში არსებულ იმ დიდი ზომის ქალის ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს, რომლებიც მისაღები იქნება 15-დან 50 წლამდე მანდილოსნებისთვის (და იქნებ მეტისაცJ ) და ნებისმიერ მნახველს, სურვილის შემთხვევაში, მარტივად შეეძლება პირდაპირ საიტიდან მათი შეძენა.